გიორგი ჩოგოვაძე - ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს

ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 4 კლინიკას დღეს დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, რომელმაც დაშავებული პაციენტები მოინახულა და ექიმებს გაესაუბრა.

გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას ის საიმიჯო რისკი, რაც დღეს მიადგა. მისივე განცხადებით, თითოეულ დაშავებულს და მისი ოჯახის წევრს ინდივიდუალურად გაეწევა ყველა ის დახმარება, რაც მათთვის არის საჭირო.

“4 ადამიანი დღეს გამოეწერება კლინიკიდან, მათ ოჯახებს ყველანაირ უზრუნველყოფას ვუკეთებთ, ეს ეხება სასტუმროში განთავსებას, ბილეთების გადაცვლას თუ ფსიქოლოგიურ დახმარებას. ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საიმიჯო რისკი, რაც ქვეყანას მიადგა, მაქსიმალურად აღმოვფხვრათ”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა