მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ნოვრუზისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრადიციულად 21 მარტს მასშტაბურად აღინიშნება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება გაიმართება მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი სანახაობა ელოდებათ.
დღესასწაული სახალხო სეირნობით გაიხსნება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა საგამოფენო სივრცე მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, ბიბლიოთეკისა და კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში.
საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მხარის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს. დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და ის 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. მიჩნეულია, რომ 21 მარტის შემდეგ ბუნება იღვიძებს და ძველი ახლით იცვლება. ნოვრუზი ხალხის საყვარელი დღესასწაულია, ისინი ამ დღეს კარგ გუნება-განწყობაზე არიან.
გთავაზობთ ღონისძიების საათობრივ გეგმას:
11:00 სთ–16:00 სთ – სახალხო სეირნობა და გამოფენები. მთავარი საღონისძიებო სივრცე (ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქ. მერიის მიმდებარედ):
ქართული ეთნო–კუთხე (ტრადიციული ტკბილეული, ღვინო).
აზერბაიჯანული ეთნო–კუთხე (სოფლის ნობათი, ტრადიციული ტკბილეული, ჩაი)
ჩაის სახლის” პავილიონი (ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.)
Creative youth academy გამოფენა (ტკბილეული).
ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა.
ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ ორგანიზებული პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრები.
საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის მოხალისეების ნამუშევრების გამოფენა (ხალხური რეწვის ნიმუშები).
შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა (მედეა ჭკადუა)
მარნეულის საკონსერვო ქარხანის პროდუქციის გამოფენა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვემო–ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.
ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები.
ქ. მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერი
მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა.
ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის 1 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია (ფოტოგამოფენა).
ქ. მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი
აზერბაიჯანული ტრადიციული კერძების კუთხე (ტრადიციულად მომზადებული პლოვი და ქვაზე გამოცხვება ლავაში, რომლითაც გაუმასპინძლდებიან სტუმრებს.)
საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები).
ბავშვებისთვის ჭადრაკის სათამაშო სივრცე.
ნარდის სათამაშო სივრცე.
11:00 სთ–13:00 სთ – სკვერის მარცხენა ნაწილში წამოდგენილი იქნება სპორტული აქტივობები:
ქართული ჭიდაობა
მკლავჭიდი
ეტიბარ ელჩიევი – ადამიანი მაგნიტი.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი
11:45 სთ–12:45 სთ – საკონცერტო პროგრამის I ნაწილი.
12:45 სთ–12:50 სთ – ტრადიციული კოცონის დანთება (აზერბაიჯანული ცეკვის თანხლებით).
12:30 სთ–12:50 სთ – თეატრალიზებული მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე: გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით (აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით), რომელიც მოემართება სცენისკენ, სადაც გაიმართება გაზაფხულის ცეკვა.
13:00 სთ–16:00 სთ – საზეიმო კონცერტის II ნაწილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და შემსრულებლები, ისე მოწვეული ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გზა გადაიკეტება გიორგაძის ქუჩიდან, სპორტულ კომპლექს ათა ჰოლდინგის სკვერიდან მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით.