ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურში დაშავებული ტურისტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პაციენტები და მათი ახლობლები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა მოინახულა. უწყების ცნობით, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში კვლავ დაბრუნდებიან, ერთ-ერთი დაშავებული ტურისტი კი, ოჯახთან ერთად, საქართველოში ჩამოსვლას ზაფხულის სეზონზე გეგმავს.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში - 5, ხოლო „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ 1 პაციენტი იმყოფება. 1 პაციენტი - დღეს, ხოლო ერთიც ორშაბათს გაეწერება. პალატაშია გადაყვანილი უკრაინელი ტურისტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს