“ბიურო ვერიტასის” ექსპერტები გუდაურში ვითარების შესწავლას განაგრძობენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტებმა გუდაურში “საძელეს“ საბაგიროს სადგურის შესწავლა დღეს განაახლეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სპეციალურად დასკვნის ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები საქართველოში მოიწვია.

“მათ მიერ ობიექტზე მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის გაცნობა და ინციდენტის ადგილის დათვალიერება გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ამჟამად ექსპერტები დოკუმენტაციის შესწავლით არიან დაკავებულნი.

შესწავლის პროცესში, დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტების გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე უშუალოდ საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ცნობისთვის, კომპანია “ბიურო ვერიტასს” აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების სპეციალური ქვედანაყოფი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს