ზაზა პაპუაშვილი - ხელისუფლბასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს -„პალტოების“ და „კოსტუმების“ გარდა არაფერი აღმოჩნდა თუნდაც უგულავა-ბოკერიას ცხოვრების ეპიზოდებში?

ჩემ საყვარელ ხელისუფლებასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს. რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში, ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და პროგრესულად და რატომ ითვლება ჩვენთან ამათი („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) პასუხისგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად?! - ამის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალი უნდა გავრცელდეს ყველაზე.

”ჩემ საყვარელ ხელისუფლებასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს. რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში, ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და პროგრესულად და რატომ ითვლება ჩვენთან ამათი პასუხისგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად? „პალტოების“ და „კოსტუმების“ გარდა არაფერი აღმოჩნდა თუნდაც უგულავა-ბოკერიას ცხოვრების ეპიზოდებში? ვერ ექნება საქართველოს სიმშვიდე, სამართლიანობა სჭირდება ყველას, პური სჭირდება ყველას, სიყვარული სჭირდება ყველას. არავის მტრები არ ვართ, სიძულვილი და არიქა, ვინმე ჩამოვატყაოთ, ამას არ ვლაპარაკობ, მაგრამ რა მაქვს ენის მოსაჩლექი?! რა დემოკრატია შეგვეყარა? ან პრინციპულობა სად არის, ან კანონის აღსრულება სად არის, რას ნიშნავს იმას გავუწიო და ამას გავუწიო ანგარიში?” - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს, პაპუაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ყოფილი ხელისუფლების დატოვებული მემკვიდრეობაა.

”ვისაუბროთ, თუ რა მემკვიდრეობაა ეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტატუნაშვილზე. აქ სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ამ უბედურების ავტორები, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის თანაავტორები, ომის და უბედურების თანაავტორები. მათი ლიდერი მოსახლეობას პამპერსიანი ელაპარაკებოდა როგორ დაიცვას თავი დანებით, ჩანგლებით, ცოცხებით და აქანდაზებით. ერთ-ერთ მათგანს მაინც შეეწირა თავი ან რაიმე გაეკეთებინა. ეს ადამიანები იყვნენ რუსი გენერლების მძღოლები და მწვადს რომ წვავდნენ, მწვადზე ხახვის და მარილის მოყრით იყვნენ დაკავებულები და რესტორნებში ქეიფით. შემდეგ იყო კეფაში ქუსლების რტყმა და რიგი წითელ ხიდთან... ქვეყანა მიატოვეს. მათ მართლა არ ესმით რა უბედურება გაუკეთეს ამ ქვეყანას. ჩვენ ვეუბნეოდით, ნუ აკეთებთ ამას, ნუ წირავთ ქვეყანას, ნუ დახოცავთ ხალხს, ნუ ართმევთ, ნუ იპარავთ ხმებს... ათასი საუბარია როგორი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. საქართველო სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმიდან. არ უნდა აინტერესებდეს ჩვენს არც ერთ მოქალაქეს თუ რას ფიქრობს უგულავა და ბოკერია, რას ფიქრობენ ესენი. როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება ისე უნდა მოვიქცეთ. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ თუ იქნება, დავლაგდებით, თუმცა არ არის ჯერჯერობით ასე. მე ქვეყანას ვერ შევწირავ პარტიულ კონიუნქტურას და ვერ გავხდები პარტიული ჩინოვნიკი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025