დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა დავარწმუნო ჩვენი სტუმრები, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია

მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა დავარწმუნო ყველა ჩვენი სტუმარი, რომ ყველა საბაგირო ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, ყველა საბაგიროს აქვს შემოწმება გავლილი. პერსონალი არის აბსოლუტურად გადამზადებული და შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ ის ინსტრუქციები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოიქცნენ ისინი ასეთ შემთხვევებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, გუდაურში, 16 მარტს, ერთ-ერთი საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც 11 ტურისტი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს