„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი - „ენერგო -პრო ჯორჯიას“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია, ეს არის ჩვენი ქსელი

„ენერგო -პრო ჯორჯიას“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია, ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო, ოპერატორს შეუჩერდა უფლებამოსილება.

„ასევე ჩემმა მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, რომ მათ აქვთ ის მორალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა ჩვენთაგანს, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დროებით შეუჩერდეთ უფლებამოსილება. განცხადება დაწერილია. ეს მათი ინიციატივაა და არა კომპანიის. რა მოხდა ამას გამოძიენა დაადგენს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

რაც შეეხება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თანამშრომლების მომზადებას და ტრენინგს, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, დაახლოებით, 30-მდე ადამიანი შემოდგომაზე იყო კომპანია „დოპელმაიერის“ სათავო ოფისში, სადაც გაიარეს ტრენინგი. ასევე წელიწადში 2-ჯერ საქართველოში ფრანგი, ავსტრიელი ექსპერტების ჩამოდიოდნენ, რომლებიც საბაგიროს თანამშრომლებს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდნენ.

კითხვაზე, „ენერგო- პრო ჯორჯია“ აცხადებდა, რომ ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, „ენერგო- პრო ჯორჯიას“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია.

„ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა, ამიტომ, ჩემი აზრით, მის ქსელში როცა არ იყო, მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება“, - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბიურო ვერიტასის“ პირველადი დასკვნა გაასაჯაროვა. მისივე თქმით, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევა ძაბვის ვარდნის შემდეგ ადამიანურმა შეცდომებმა გამოიწვია. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერებიდან, რომელსაც იძლევა მოწყობილობაში ჩამონტაჟებული სპეციალური მეხსიერება, დადგინდა, რომ ნამდვილად 16 მარტს იყო ძაბვის ვარდნა, რომელმაც გამოიწვია საბაგიროს გაჩერება, თუმცა ქუმსიშვილის განცხადებით, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით, ანუ ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ გენერატორზე და იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.

”დღეს არსებული დასკვნით ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც გაწერილია ინსტრუქციაში. შესაბამისად, ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა