პრემიერ-მინისტრი კახეთში აეროპორტის განვითარებისა და რკინიგზის აღდგენის ინიციატივით გამოდის

ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში განაცხადა.

პრემიერმა სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნაზე კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

„ამაზე უკვე მიდის ფიქრი და ვფიქრობ, ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები პირველ ეტაპზე, შემდგომში შესაძლოა, რომ რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზე. „ახალი რკინიგზის გაყვანა, მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი თანხები ჯდება. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმის განვითარება რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცახდა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია