პარლამენტი საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მცირე მეწარმეობის წახალისებას და დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

“საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

ახალი საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს მცირე მეწარმეებისათვის საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას - საშემოსავლო გადასახადი 5%-დან 1%-მდე შემცირდება. ამასთან, მცირე მეწარმის სტატუსის ქონისთვის შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება.

ცვლილებებით მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა - კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და ბუღალტრული აღირცხვის ვალდებულება აღარ იქნება. ვალდებულება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია