ჯი-ემ-თი ჯგუფმა საქართველოში ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო გახსნა

მიმდინარე კვირას თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე, სასტუმრო „მოქსი“-მ ფუნქციონირება დაიწყო და პირველი სტუმრების მიღების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. „მოქსი“ „მარიოტი“-ს ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის პირველად საქართველოში გაიხსნა. მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სასტუმროს ნომრები და თავად გახდნენ მისი სტუმრებიც. სპეციალურად მათთვის მოეწყო გათამაშება და გამარჯვებულს საშუალება მიეცა ერთი ღამე სწორედ სასტუმრო „მოქსი“-ში გაატაროს.

სასტუმრო „მოქსი“ წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოსახერხებელი, კომფორტული მომსახურების და ხელმისაწვდომი ფასის კომბინაციას საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორის „მარიოტი“-ს მართვის ქვეშ.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი“-ს გარდა, ჯი-ემ-თი ჯგუფის ახალი კომპლექსი მოიცავს საოფისე ფართს, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა, სავაჭრო სივრცეს და უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული კაფე-რესტორნების ფილიალებს.

„რთული პროექტი იყო. ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი პრობლემებით, თუმცა 2016 წელს ამ პროექტის მშენებლობის დაწყებიდან, პრემიერ-მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერით და კარგი თანამშრომლობით ჩვენ დღეს ამ ისტორიულ უბანს ახალი სიცოცხლე შევძინეთ. მადლობა მას თანადგომისთვის“ განაცხადა ჯი-ემ-თი ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი თავაძემ.

პროექტის მთლიანი ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს და მის განხორციელებაში მონაწილეობდა ამერიკის სამთავრობო სააგენტო „ოპიკი“, რომელიც ჯი-ემ-თი ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს.

სექტემბრის თვის ბოლოს დაგეგმილია კომპლექსის გრანდიოზული გახსნის ცერემონია.

ჯი-ემ-თი ჯგუფს კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო „ოპიკთან” ერთად უკვე განხორციელებული აქვს საქართველოში შემდეგი პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი”, “ა” კლასის საოფისე ფართი ჯი-ემ-თი პლაზა, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა -რეკონსტრუქცია, რომლის სახითაც თბილისს ძველი სიმბოლო დაუბრუნა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ