თინა ბოკუჩავა - კახა კუჭავა „არემჯის“ შვილობილი კომპანია GCG-ის დირექტორი იყო და პირადი ინტერესები აქვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა „არემჯის“ შვილობილი კომპანია GCG-ის დირექტორი იყო და პირადი ინტერესები აქვს.

„ბრიტანულ კომპანიასთან ერთად თქვენ დღემდე აწარმოებთ საძიებო სამუშაობს დმანისი-ბოლნისის მუნიციპალიტეტში და გაქვთ პირადი შემოსავალი, იმიტომ იცავთ ასე თავგამოდებით. ეს არის ჩვეულებრივი კორუფცია“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ კომიტეტის თავმჯდომარეს.

კუჭავას თქმით, GCG „არემჯის“ შვილობილი კომპანია არ არის და გარემოს ზიანს არ აყენებდა. ამასთან, კუჭავამ თინა ბოკუჩავას მოუწოდა, თუ რაიმე დოკუმენტაცია აქვს მის წინააღმდეგ, გამოძიებას გააცნოს.

„წილის დამალვა რომ მდომოდა, ამ წილს სხვა ადამიანზე გადავაფორმებდი. სიმბოლური თანხით გადავაფორმე ჩემს ძმაზე, რომ არანაირი შეხება არ მქონოდა კომპანიასთან. ვერავინ ვერ მოიყვანს ფაქტს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში რომელიმე ჩემს ძველ პარტნიორთან შეხება მაქვს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა