ლევან დავითაშვილი რომან გოცირიძეს - უკიდურესი ზომა იყო, როცა „ჭიათურ მანგანუმში“ დროებითი მმართველის დანიშვნა მოხდა - შეიძლება უკიდურესი ზომა იყოს გამოყენებული RMG-ის შემთხვევაში

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ჭიათურ მანგანუმში“ დროებითი მმართველის დანიშვნას „უკიდურეს ზომას“ უწოდებს და განმარტავს, რომ შეიძლება, „უკიდურესი ზომა“ გამოყენებული იქნეს RMG-ის შემთხვევაშიც.

„მინდა დაგიდასტუროთ, რომ იგივე განმეორდება RMG-ის შემთხვევაშიც თუ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივიღებთ სიტუაციის გამოსწორებას. ეს იყო უკიდურესი ზომა, როცა „ჭიათურ მანგანუმში“ მოხდა დროებითი მმართველის დანიშვნა და შეიძლება უკიდურესი ზომა იქნეს გამოყენებული RMG-ის შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა და ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ შეიძლება გარკვეული პრეფერენცირებული მიდგომები არსებობს ერთი ან მეორე კომპანიის შემთხვევაში. ნამდვილად ვერ იქნება ასე და ნამდვილად ეს არ იქნება ჩვენი პოლიტიკა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

რომან გოცირიძემ დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დღეს ლევან დავითაშვილს მიმართა.

„საქართველოში გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელი 4 საწარმოა - RMG, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქნახშირი“ და „ჰაიდელბერგ ცემენტი“. გთხოვთ მიპასუხოთ, ამ ოთხიდან, რომელი რამდენი მილიონი ლარით დააჯარიმეთ?! - ჰკითხა რომან გოცირიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ლევან დავითაშვილს.

რომან გოცირიძემ მინისტრს ასევე ჰკითხა, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გამო, „ჭიათურ მანგანუმის“ მსგავსად რატომ არ შეიყვანა დროებითი მმართველი RMG-ში და რატომ არის შერჩევითი სამართალი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა