პანკისის ხეობის სოფელ ქორეთის მოსახლეობა სტადიონზე სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

პანკისის ხეობის სოფელ ქორეთის მოსახლეობა სკოლის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათი თქმით, ადგილს, სადაც სამშენებლო სამუშაოები იწყება, სპორტული აქტივობისთვის იყენებენ, სკოლის აშენების შემდეგ კი სოფელი სპორტული სტადიონის გარეშე დარჩება.

ქორეთელები მოითხოვენ, რომ სკოლის ასაშენებლად სხვა ალტერნატიული ფართი გამოიყოს.

ადგილობრივების პროტესტს გამოეხმაურა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი. სოსო ქარუმაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკვე დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და პასუხს ელოდება. ქარუმაშვილი ფიქრობს, რომ უწყების მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ქორეთელების ინტერესებს მოერგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა