ლადო მგალობლიშვილი აჭარაში სამოქალაქო უსაფრთხოების პროფესიული სწავლების პროგრამების საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით შემნისა და დანერგვის ინიციატივით გამოდის

პროფესიულ კოლეჯ „ბლექსიში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც შრომის, სახანძრო უსაფრთხოების, საზოგადოებრივ ობიექტებში უსაფრთხოების სისტემების პროფესიული სწავლების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, აჭარაში მშენებლობის ტემპი მზარდია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ყოველთვიურად იხსნება ახალი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ლადო მგალობლიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომლის თანახმად, 2019 წლიდან დამსაქმებლებს ექნებათ ვალდებულება აიყვანონ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთა გადამზადება უნდა მოხდეს აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არის საჭიროება დაინერგოს შესაბამისი სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების პროფესიული სასწავლო პროგრამები.

პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ დირექტორმა გიორგი გოგიტიძემ კომისიის წევრებს შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების სწავლებასთან დაკავშირებით, კოლეჯის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ლადო მგალობლიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთის შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით განხორციელდეს შესაბამისი პროგრამების მომზადება და დანერგვა. მისი განცხადებით, ის პირადად ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციის მოძიების პროცესში.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა