აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თსუ-ში შეხვედრა გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საჯარო დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიებას, რომელიც თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და „თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ორგანიზებით შედგა, ესწრებოდნენ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები, სტუდენტები, ასევე ცენტრის ნეიროფსიქოლოგები, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა სპეციალისტები.

,,ეს შეხვედრა სპეციალურად მშობლებისთვის მოვაწყვეთ, რომელთაც ჰყავთ აუტიზმის სპექტრის მქონე შვილები, აქვთ კითხვები შვილების განვითარებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. შეხვედრა არის კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომელიც საშუალებას მისცემს მშობლებს, და ჩვენც სპეციალისტებსაც, რომ გვქონდეს ღია კომუნიკაცია, რათა მათთვის აქტუალურ კითხვებს პასუხი გავცეთ, ვიყოთ სასარგებლოები ამ საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის,“- განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ.

შეხვედრაზე მშობლებსა და სპეციალისტებს შორის გამართულ დისკუსიაში, სხვადასხვა საკითხზე, პრობლემასა და ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. დისკუსიაში ჩართული მშობლის თამარ ამირანაშვილის თქმით, „თბილისში არსებობს სერვისები, მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესახებ ინფორმაცია ყველა მშობელს არ აქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი უშუალო ურთიერთობა სპეციალისტებსა და მშობლებს შორის. მე როგორც დაინტერესებული პირი, თვალს ვადევნებ და მეტნაკლებად ვცდილობ, რომ დავესწრო ყველა ღონისძიებას, რომელიც ეხება ამ თემატიკას.“

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა კვირეულის ფარგლებში გაიმართა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე 2 აპრილს აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა