შოთა ხაბარელი ირაკლი კობახიძეს - ოქროს მედალი გეკუთვნით ამ კონსტიტუციის მიღების გამო

თუ სპორტის მსგავს შეფასებებს გამოვიყენებთ, მე დარწმუნებული ვარ, ერთი ოქროს მედალი გეკუთვნით, თქვენს გუნდთან ერთად ამ კონსტიტუციის მიღების გამო, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართველი სპორტსმენების მიერ, ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენებისთვის 2018 წელი ძალიან წარმატებულად დაიწყო.

„თუ დავაკვირდებით სპორტთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებას, ეს გამარჯვებები მართლაც ლოგიკურია. ყოველდღიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა ქვეყანაში. დღეს არც ერთი ფედერაცია ფინანსურ კრიზისს არ განიცდის. საქართველო ასევე მასპინძლობს მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებს. ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საქართველოში გამეფებული მავნე ჩვევების წინააღმდეგ პრევენცია - ნარკომანია, თამბაქო და ის დაავადებები, რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ გამეფებულია. როდესაც ასეთი შეჯიბრები ტარდება ქვეყანაში, განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები - ეს არის უსაფრთხოება, გამართული ინფრასტრუქტურა და ორგანიზებულობა. ამ ყველა კრიტერიუმს ქვეყანა ძალიან კარგად აკმაყოფილებს. გვაქვს წარმატება სპორტში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ყველა მიმართულებით წარმატება. წელს მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნისთვის საამაყოა. მივიღეთ უმაღლესი შეფასება ვენეციის კომისიისგან. ბატონო ირაკლი, თუ სპორტის მსგავს შეფასებებს გამოვიყენებთ, მე დარწმუნებული ვარ ერთი ოქროს მედალი გეკუთვნით, თქვენს გუნდთან ერთად ამ კონსტიტუციის მიღების გამო“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

თავის მხრივ, დეპუტატის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი სპორტსმენების წარმატებების მილოცვებს შეუერთდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა