ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისიაზე მასალების განხილვისას არანაირი დათქმა არ არსებობს

შეწყალების კომისიაზე მასალების განხილვისას არანაირი დათქმა არ არსებობს, რომელ კონკრეტული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ადამიანს აქვს უფლება და რომელს არ აქვს მიმართოს შეწყალების კომისიას, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სააღდგომოდ შეწყალებული 64 მსჯავრდებულიდან არიან როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები.

„პრეზიდენტმა შეიწყალა მსჯავრდებულები, რომელთა დანაშაულის სპექტრი ფართოა. ესენი არიან - ქურდობისთვის, მკვლელობისთვის, თაღლითობისთვის, ნარკოტიკული საშუალებების, ან ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო შეძენა–შენახვისთვის, შემოტანისა და მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები. ეს მსჯავრდებულები არიან როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულზე მსჯავრდებულები. თუ ადამიანს აქვს სასჯელი 10 წელზე მეტი და მას პრეზიდენტი შეიწყალებს, ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული ადამიანი და ეს საზოგადოებას ამ ფორმით უნდა მიეწოდოს და არა ისეთი მანიპულირებით, როგორც ბოლო დღეებში ხდება, თითქოს მძიმე დანაშაულებების ასტრონომიული რიცხვია შეწყალებული“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს