ზურაბ პატარაძემ ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის პორტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მას ქალაქ ასტანაში სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონის მთავრობა დაინტერესებულია, რომ ინვესტორისა და ამავდროულად, დასაქმებულთა ინტერესები დაიცვას.

"მე განვახორციელე რამდენიმე ზარი ქალაქ ასტანაში. „ყაზუნაიგაზის“ ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი. უპირობო შეთანხმება და გარანტია მივიღეთ რომ ბათუმის პორტში რეორგანიზაცია არ ჩატარდება. მოქალაქეებს, რომლებიც დღეს შიმშილობენ, მოვუწოდებ შეწყვიტონ შიმშილობა და მუშაობას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა პატარაძემ.

ბათუმის ნავსადგურის თანამშრომლები მესამე დღეა აქციას მართავენ და შიმშილობენ. ისინი ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათ სამსახურის დაკარგვის მოლოდინი აქვთ. თავის მხრივ, საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში რეორგანიზაცია არ მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა