ფერმერთა ასოციაციამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მემომარდუმი გააფორმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ მოაწერეს ხელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ფერმერთა ასოციაციაციიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირთათვის განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა, სასწავლო ლიტერატურითა და ტრენინგებით უზრუნველყოფა .

„მემორანდუმი ფარგლებში დაიგეგმება მოსახლეობასთან და ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის ერთობლივი შეხვდრები. ასევე, აგრარული სექტორით დაინტერესებული პირებისთვის და ფერმერებისთის, ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობამოხდება,“-აღნიშნა „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის განმარტებითაც აღნიშნული მემორანდუმი საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებულ პირებს განათლების დონის ამაღლებაში დაეხმარება.

„მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან გავაფორმეთ, მიმართული იქნება ღონისძიებებისა დაგეგმისა და განხორციელების მხარდაჭერის კუთხით, რომლებიც საქართველოში აგრარული სექტორით დაინტერესებული პირებს განათლების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა