თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალების შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ ქოუთსმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქოუთსმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილება. „შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ძალიან მალე გამოაქვეყნებს“, - განაცხადა დენიელ ქოუთსმა.

აღსანიშნავია, რომ 29 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ „აშშ მალე დატოვებს სირიას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა