დავით გაბაიძემ და ნინო ჩხეტიამ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის კონსტიტუციური კანონი დღეს საქართველოს პარლამენტის ორ კომიტეტში წარადგინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დღეს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ცვლილებებზე, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების კომპეტენციების ზრდის საკითხებსა და სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებზე. ასევე, საარჩევნო სისტემაზე და ამ საკითხებზე პარლამენტის წევრების მოსაზრებები მოისმინეს.

წარმოდგენილ საკითხებს ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა