თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შენობები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება

თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების შენობები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, სახანძრო უსაფრთოების მიზნით მინიმალური სტანდარტები ყველა ბაღის შენობაშია უზრუნველყოფილი. თუმცა, დამატებითი ინვენტარის შესაძენად სატენდერო წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მიზნით სააგენტო ტენდერს აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.

„ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. სახანძრო უსაფრთოების მიზნით, ძირითადი სტანდარტი რასაც მოითხოვს: სტენდები, ცეცხლმაქრი და ასე შემდეგ, ბაღები ამ ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია. მაგრამ ასევე არის დამატებითი ინვენტარი, რომლითაც ჩვენ ბაღებს უზრუნველვყოფთ. დამატებით ინვენტარს დეტექტორები წარმოადგენენ, რომლებიც კვამლის გაჩენის შემთხვევაში რეაგირებენ.

ამ საკითხზე ჩვენ 112–ის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ და სადაც საჭიროება არის, დეტექტორებით საბავშვო ბაღებში იმ სივრცეებს დავფარავთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო დავალება მომავალი კვირის ბოლოს იქნება მზად და გაირკვევა, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ამ მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს