ირაკლი პეტრიაშვილი - ვიდრე ზუსტი მონაცემები არ მექნება რა მოხდა ტყიბულის შახტაში, არ ვაპირებ ამ თემაზე სპეკულირებას - ეს მთლიანად საქართველოს ტრაგედიაა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ვარაუდობს, რომ შახტაში მოწყვეტილი მიწის მასის ვარდნის შედეგად წარმოქმნილმა ჰაერის მძლავრმა ნაკადმა მუშები გატყორცნა, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა, პროფკავშირები დაუკავშირდა შახტის ადმინისტრაციას და მათთან საუბრის შედეგად, არსებობს ვარაუდი, რომ შემთხვევა, სწორედ ჰაერის მძლავრმა ნაკადმა გამოიწვია.

პეტრიაშვილი აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს, უბედური შემთხვევა ბუნებრივმა კატაკლიზმამ გამოიწვია თუ ადმინისტრაციამ ვერ გათვალა გარკვეული დეტალები.

„წარმოვიდგინოთ, რომ სიცარიელე უცებ ამოივსო მოწყვეტილი მიწის ნაკადით, ლავით, რის შედეგადაც ბუნებრივად წარმოიქმნება ჰაერი. როგორც ადმინისტრაცია ამბობს, სწორედ ამ წარმოქმნილმა ჰაერმა გამოიწვია უბედური შემთხვევა - ჰაერის უცაბედმა, სწრაფმა ნაკადმა და მისმა სიმძლავრემ გატყორცნა ადამიანები. მაგრამ პროფკავშირებს გვაინტერესებს, რატომ წარმოიქმნა ეს ჰაერი. ეს იყო ბუნებრივი კატაკლიზმა და სადღაც რაღაც ჩამოწვა, თუ ეს იყო შახტის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი სიცარიელე? ანუ მიწის ღრმულიდან ამოიღეს ქვანახშირი. შემდეგ წესით უნდა მომხდარიყო ამ წარმოქმნილი სიცარიელის ამოვსება ინერტული მასალებით, რომ არ ჩამოწოლილიყო ლავა და არ წარმოქმნილიყო ჰაერი. ეს მოხდა თუ რამე სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? თუ ეს მოხდა, შახტის პასუხისმგებლობა მაღალი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ წესით, რიგით და სტანდარტით, თუ ამოიზიდავ მიწიდან ბუნებრივ წიაღისეულს, იმ ღრმულის (წარმოიდგინეთ სამი 9 სართულიანისხელა გამოქვაბული) ამოვსება უნდა მოხდეს. ეს თუ არ ამოავსე და თუ რაღაც მოწყდა და ამ ღრმულში ჩავარდა, ბუნებრივია, ჩავარდნის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი წალეკავს ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოძიებაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს.

„დიდი ტრაგედია და სრული კატასტროფაა რაც მოხდა. მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემაზე სპეკულაციას. პირველ რიგში, ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების ტრაგედიას და მწუხარებას. ჩვენ ჩავალთ ტყიბულში, ადგილზე გავეცნობით სიტუაციას და იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩართულობაზე, ამ ეტაპზე მაინც, უარს არ გვეტყვიან.

ფაქტია, რომ შახტებში მუშაობა მუდმივად შეიცავს რისკს მთელს მსოფლიოში, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არის მაქსიმალური რეგულაციები, ნორმები და სტანდარტები, იქ ბუნებრივ კატაკლიზმებს უბედური შემთხვევები არ მოჰყვება ხოლმე და თუ მოჰყვება, რისკი არის მინიმალური. ჩვენთან ამ კუთხით უამრავი პრობლემაა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიდრე ზუსტი მონაცემები არ მექნება თუ რა მოხდა რეალურად, არ ვაპირებ ამ თემაზე სპეკულირებას იმიტომ, რომ ეს არის მთლიანად საქართველოს ტრაგედია“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა