ირაკლი კობახიძე - “ქართული ოცნების“ ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას ცვლილებები შეეხება

პარტია “ქართული ოცნების“ ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, დატოვებს თუ არა გედევან ფოფხაძე პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო და თავად ყრილობა მიიღებს.

“ახლა რაიონული და საქალაქო კონფერენციები ტარდება და უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობა გაიმართება. სავარაუდოდ, ყრილობა მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება, სადაც წესდების თანახმად, განახლდება ხელმძღვანელი ორგანოები. განახლება პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას შეეხება. ეს საბოლოო ჯამში, არის პარტიის წევრთა გადასაწყვეტი, თუმცა ჩემი ვარაუდია, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს