კახა გოგოლაშვილი - ირანს, რუსეთს, თურქეთს, აშშ-ს და ევროკავშირს სირიის ტერიტორია ე.წ. გავლენის ზონებად აქვთ დაყოფილი და ამ გავლენების კიდევ უფრო გაზრდას ცდილობენ

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სირიის მოვლენებში ყველაზე დიდ როლს გეოპოლიტიკა თამაშობს.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რა ინტერესები აქვს სირიაში ირანს, რუსეთს, თურქეთს, ამერიკასა და ევროკავშირს, რომლებსაც სირიის ტერიტორია ე.წ. გავლენის ზონებად აქვთ დაყოფილი და ამ გავლენების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაზრდას ცდილობენ.

„ირანის ინტერესებზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ირანს ეძლევა შესაძლებლობა, ხმელთაშუა ზღვამდე ჰქონდეს სახმელეთო კავშირი, მათ შორის, ერაყისა და სირიის ტერიტორიის იმ ზონების გავლით, რასაც თავად აკონტროლებს. ირანს გავლენა სირიაზე ადრეც ჰქონდა, მაგრამ ახლა სურს, ეს გავლენა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააძლიეროს, რათა გახდეს ამ რეგიონის ძლიერი მოთამაშე.

რაც შეეხება რუსეთს, მას სურს ხმელთაშუა ზღვამდე ჰქონდეს თავისი სამხედრო ბაზები. სირიასა და ახლო აღმოსავლეთში რომ იყოს ძლიერი მოთამაშე, რუსეთს უნდა ჰქონდეს სადღაც დასაყრდენი და ეს დასაყრდენი იქნება სირია. იმ ფონზე, როცა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტების ყოფნით დასავლეთს ამ რეგიონში საკმაოდ ძლიერი საზღვაო-საჰაერო ძალები ჰყავს, რუსეთს სურს, თავისი ძალები დაუპირისპიროს დასავლეთის ამ ძალებს და დაიცვას თავისი საზღვრები. მაგალითად, თუ დასავლეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში ენდომებათ შესვლა, მათ შორის, სირიის ტერიტორიიდანაც რუსეთი შეეცდება დაბლოკოს ეს მოძრაობა.

რაც შეეხება თურქეთის ინტერესებს, სირიაში არის თურქულენოვანი მოსახლეობა. ასევე, თურქეთს სურს, ქურთების პრობლემის ლოკალიზაცია იმიტომ, რომ თურქეთს არ უნდა ქურთებმა სირიაში მოიპოვონ ავტონომია, ან გაძლიერდნენ და შემდეგ იქედან შეუქმნან პრობლემები. გარდა ამისა, თურქეთი შეწუხებულია ლტოლვილების ნაკადით, რომელიც მიაწყდა სირიიდან. ყველა მიზეზთან ერთად, სირია თურქეთის მეზობელი სახელმწიფოა და აქვს ინტერესები, ეს აბსოლუტურად ნატურალურია.

აშშ-ს და დასავლეთის ინტერესებს რაც ეხება, მათ სჭირდებათ ისრაელის, როგორც მათი მოკავშირის დაცვა ასევე ახლო აღმოსავლეთში მათი გავლენის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ამ რეგიონში არის ერაყი, სადაც ამდენი იომეს ამერიკელებმა და ინგლისელებმა. სირიით დაინტერესებულები არიან ასევე იმ კონტექსტშიც, რომ უნდათ იქ განვითარდეს დემოკრატიული რეჟიმი, რომელთან თანამშრომლობაც შესაძლებელი იქნება.

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან, არაბულ სამყაროსთან ჰქონდეს სტაბილური, კარგი ურთიერთობები. ევროკავშირს სამეზობლო პოლიტიკაც ჰქონდა, რომლის ნაწილი სირიაც იყო. მათ გეგმებში შედიოდა ამ რეგიონის მშვიდობიან, უსაფრთხო, სამართლიან და დემოკრატიულ სივრცედ გადაქცევა. რამდენად განხორციელებადია ეს გეგმა ამ ვითარებაში, შეიძლება დავეჭვდეთ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია