საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა, სირიაში დასახული მიზანი მიღწეულია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, ვინაიდან მიზანი მიღწეულია.

„არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა. დასახული მიზანი მიღწეულია. სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგები წარმოადგენდა“, - განაცხადა ლე დრიანმა ტელეარხ BFMTV-ს ეთერში.

მისივე თქმით, თუ წითელი ხაზები კვლავ იქნება გადაკვეთილი, არაა გამორიცხული, რომ ახალი ჩარევა გახდეს საჭირო. „თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი ათვისებულია“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება