ბაშარ ასადი - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ამეირკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს, - ამის შესახებ ბაშარ ასადმა ირანის პრეზიდენტთან, ჰასან რუჰანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

საუბრის შინაარსს სირიის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.

„სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს აგრესია სირიელი ხალხის სიმტკიცის გაძლიერებამდე მიგვიყვანს, რათა გააგრძელონ ბრძოლა და დათრგუნოს ტერორიზმი სამშობლოს ყველა მტკაველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება