ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით, ირანსა და რუსეთს, გამოიყენონ საკუთარი გავლენა, რათა ქიმიური იარაღის გამოყენებას ხელი შეუშალონ

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინი განცხადებას ავრცელებს

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით, ირანსა და რუსეთს, გამოიყენონ საკუთარი გავლენა იმისათვის, რათა ხელი შეუშალონ ქიმიური იარაღის ხელახალ გამოყენებას, განსაკუთრებით, სირიის რეჟიმის მხრიდან“, - ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.

ამასთან, ფედერიკა მოგერინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებას

„2017 წლის ივლისსა და 2018 წლის მარტში ევროკავშირმა შემოიღო შეზღუდვების დამატებითი ზომები სირიელი მაღალჩინოსნებისა და მეცნიერების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის შემუშავებაში. ყოველთვის მზად ვარ განვიხილო ამ ზომების გამკაცრება, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა მოგერინმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება