პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი - აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია

სირიაში აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაშვებულმა რაკეტებმა ყველა დასახულ სამიზნეს მიაღწია, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა უაითმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოეული შერჩეული სამიზნე", - განაცხადა მან.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სურს სირიაში კონფლიქტის გაჩაღება, თუმცა არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

მისივე თქმით, აშშ-ს მიზანია "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება და ტერორიზმთან ბრძოლა.

"ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, თუმცა ამავდროულად ვერ დავუშვებთ საერთაშორისო სამართლის ნორმების ასეთ საზარელ დარღვევას. სირიაში ჩვენი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და არა სირიის სამოქალაქო ომში მონაწილეობა. ეს ოპერაცია არ ნიშნავს აშშ-ს პოლიტიკის შეცვლას", - განაცხადა დანა უაითმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება