სერგეი ლავროვმა აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებები „მიუღებლად და არამართლზომიერად“ შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებული ქმედებები „მიუღებლად და არამართლზომიერად“ შეაფასა.

"საუბარია იმაზე თუ როგორ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმ არამართლზომიერ და მიუღებელ ზომებს, რომლებიც სირიაში განახორციელეს. აშშ-ს პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმაზე საუბრობდნენ, რომ მათ უტყუარი მტკიცებულებები აქვთ იმის თაობაზე, რომ ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული ასადის მიერ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება