ნიკი ჰეილი - რუსეთი იყენებდა ვეტოს უფლებას, ხოლო ასადის რეჟიმი ზარინის გაზს, რის შედეგადაც სირიაში უამრავი ადამიანი დაიღუპა

რუსეთი იყენებდა ვეტოს უფლებას, ხოლო ასადის რეჟიმი კი ზარინის გაზს, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

"მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით ასადის პატრონებზე, ირანზე და რუსეთზე, ჩვენ ვსაუბრობდით იმ საზარელ ფაქტზე, რასაც ქიმიური იარაღის გამოყენება ჰქვია. საუბრის დრო ამოიწურა და ჩვენ მოქმედება დავიწყეთ, რათა არ დაგვეშვა მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენება", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მოქმედებდნენ.

"არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა ასადის დანაშაულს. აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა სამოქალაქო მოსახლეობისთვის მინიმალური ზიანი ყოფილიყო მიყენებული. ჩვენ დიპლომატიას ბევრი შანსი მივეცით. ამ დროს რუსეთი მხარს უჭერდა ასადს და ასადმა იცოდა, რომ პასუხს არ აგებდა თავისი ქმედებებისთვის. რუსეთი ვეტოს უფლებას იყენებდა, ხოლო ასადი კი ზარინის გაზს. ჩვენი პასუხი ჩვენი კურსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია არ დავუშვათ ქიმიური იარაღის გამოყენება", - დასძინა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება