დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო საქმის განხილვა სასამართლოში უვადოდაა გადადებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.
ადვოკატისთვის უცნობია, როდის ჩაინიშნება საქმის განხილვა. ვახტანგ კვიჟინაძის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამსახურს დაუბრუნდა, სადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების თანხლებით გადაადგილდება.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩაერთო, მის მიმართ ზეწოლა აღარ განხორციელებულა.
„ჩაბუქს აღარ აქვს სოციალური ქსელები, ოჯახის საცხოვრებელი გასაიდუმლოებულია, სამსახურში დაცვით დადიან და მათზე ზეწოლა აღარ განხორციელებულა“, - განაცხადა ადვოკატმა.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. ჩაბუქი 2018 წლის 19 თებერვალს 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"