16-18 აპრილს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

16-18 აპრილს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16–18 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამის საათებში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი.

16 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +22 გრადუსი იქნება; 17–18 აპრილს მოსალოდნელია დღისით +22, +27 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს 16 აპრილს ბარში დღისით +10, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 17–18 აპრილს ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი.

16–17 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი, 18 აპრილს კი +20 გრადუსი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს