საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილის პროექტირების დასრულება მაისში იგეგმება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, კერძოდ, კი ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.

“საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდამდე დოლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. შემდეგი ეტაპი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებაა, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ; ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ; უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“, - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ