დავით ჭიჭინაძე - ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის განსახიერება

"ქართული ოცნება" იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ჭიჭინაძემ განაცხადა, ვანო ზარდიაშვილი ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა.

"ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის განსახიერება. "ქართული ოცნება" იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ზარდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია. ჩემს რაიონში ცხოვრობს და მეზობლების მიმართ მისი განწყობა ვიცი. გაიარეთ, ზარდიაშვილის მეზობლები გამოკითხეთ. ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. ადგილზე ზარდიაშვილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენებას აპირებდნენ და ცუდი საქციელის გამო მის წინააღმდეგ მთელი პარტია გამოვიდა. ნავთლუღი ძველი თბილისია, ყველა ყველას იცნობს და როცა არჩევნების დროს საპირისპირო მხარეს ხარ და ხალხს ახსოვს, 2012 წელს როგორი მოქმედება იყო, 2016 წელს "ქართული ოცნება" ადამიანებმა ლამის დატოვეს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება