არჩილ თალაკვაძე - დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა

დავით ჭიჭინაძეს ჩემს კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ჭიჭინაძის განცხადებები კობახიძესთან, ვოლსკისთან და უმრავლესობის სხვა წევრებთან დაკავშირებით, მიუღებელია.

„ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დეპუტატ გია ვოლსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და ამბობს, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო. „ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება