გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ალბათ, იმ კვირაში ჩავატარებთ შეხვედრას, რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. არის ობიექტური წინაპირობები იმისთვის, რომ აღელვებას რაღაცნაირად მენეჯმენტი გავუკეთოთ და დაველოდოთ ისეთ პერიოდს, როდესაც ვიმსჯელებთ თემებზე, ურთიერთობებზე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვფიქრობ, ყოველაფერი კარგად იქნება, საზოგადოება მოელის ამას და დაიღალა ამ შიდა დაძაბულობით, რომელსაც რეალური წინაპირობა ნამდვილად არ გააჩნია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

„ვფიქრობთ, ასეთ ნათქვამს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მედიისთვის და ღია სივრცისთვის საინტერესოა ეს გამონათქვამები და შედარებები, მაგრამ ვფიქრობ, აქტუალური აღარ არის. დავით ჭიჭინაძე განსწავლული ადამიანია და კარგი გამოცდილება გააჩნია იმ დარგებში, რომელ კომიტეტებშიც მუშაობს.

საწყენი არაფერი არ არის. უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ, ვხედავთ ერთმანეთს და ვფიქრობ, ღია ეთერით ერთმანეთთან საუბარი არ უნდა იყოს არავის შორის. ეს არის მთელი ამოცანა და იდეა იმ შეხვედრის, რაც უნდა შედგეს. ვფიქრობ, ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უნდა დავუკვირდეთ და მეტი სითბო გამოვხატოთ. საქმიან ატმოსფეროში არც კამათია უცხო ჩვენი გუნდისთვის და პოზიტიური შედეგის მომტანიც არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული, - ასე უპასუხა დავით ჭიჭინაძემ გუშინ გია ვოლსკის, რომელმაც აღნიშნა, რომ ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და იძახიან, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა