სოფიო კილაძე - დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის შიგნით რამენაირად დავლაგდებით და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძლებთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე იმედოვნებს, რომ უმრავლესობის შიგნით ურთიერთობები დალაგდება და საერთო თამაშის წესებზე შეთანხმდებიან.

„ჩვენთვის მთავარია, შევასრულოთ ის ფუნქცია, რომელიც დაგვაკისრა ჩვენი ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობამ. დანარჩენი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმრავლესობის შიგნით დავლაგდებით რამენაირად და ცოტა ხანში ასეთი განცხადებები აღარ იარსებებს, გავაგრძლებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ხალხის პრობლემების გადაწყვეტას. ქცევის კოდექსზე არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ თამაშის რაღაც წესებზე უნდა შევთანხმდეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, სულ მალე, გვექნება ეს საერთო თამაშის წესები. იქამდე და მას მერეც, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, გადავწყვიტოთ ქვეყნის პრობლემები და არ ვიკინკლაოთ ერთმანეთში“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება