ნუკრი ქანთარია - უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირას გაიმართება თუ შემოდგომაზე, ინფორმაცია არ მაქვს - რაც უფრო გადაიდება, უფრო და უფრო გართულდება

უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა. ეს ელემენტალური ლოგიკაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ უმრავლესობის სხდომის გადადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, უმრავლესობამ ემოცია უნდა გადადოს და შეხვედრა გაიმართოს.

„მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა, ასე სად წავალთ. ამიტომ, ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ. თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება და მხოლოდ თქვენთვის იქნება საინტერესო, შედეგის თვალსაზრისით კი დამაზიანებელი იქნება. ამ შეხვედრაზე ყველა უნდა მივიდეს რომ შედეგი დადგეს“, - განუცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება