შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას აწყობს

20-21 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას (IRCEELT) აწყობს, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას ეძღვნება. კონფერენციაში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს, რომლის მეშვეობითაც შეისწავლიან კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენების სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივას.

“კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი 30-მდე სხვდასხვა ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, უნგრეთი, ესპანეთი, ლატვია, ფინეთი, ისრაელი, ბელორუსი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, ინდოეთი, იორდანია, მალაიზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ომანი, ყატარი, ტაილანდი, ნიგერია, ალჟირი და განა. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო თემებს: განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები); სასწავლო გარემოს მენეჯმენტი; განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება; უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტურობა); საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში; ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა; ენა და კულტურა“, - ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს