ოჯახი გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს

ოჯახი გორიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების მსვლელობისას მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილების გაუჩინარებას წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. ამავე ვერსიით, მოზარდებს მშობლებთან მოუვიდათ კონფლიქტი, მეორე დღეს კი მათ გაქცევა გადაწყვიტეს.

ასევე ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია, რომ გოგონები თანატოლების მხრიდან ხშირად იყვნენ ბულინგის მსხვერპლი და მათ გაქცევა სწორედ ამ მიზეზით დაგეგმეს. მოზარდ დებზე თანატოლების მხრიდან ბულინგის ფაქტებს გორის N7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

გაუჩინარებულ 16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილებს 12 აპრილიდან ოჯახი საკუთარი ძალებით ეძებდა, 4 დღის წინ კი შესაბამისი განცხადებით შს სამინისტროს მიმართეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს