კომპანია DHL უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს, საბუთების გაგზავნაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

კომპანია DHL უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს, საბუთების გაგზავნაზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აღნიშნული ფასდაკლება ეხებათ, როგორც საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარი უზნაძემ განაცხადა, რომ ფასდაკლება დღეიდან, 23 აპრილიდან დაიწყება და 23 მაისამდე გაგრძელდება.

„აქცია ერთი თვის განმავლობაში იქნება, როგორც საბაკალავრო პროგრამებისთვის, ისე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის“, - განაცხადა მარი უზნაძემ.

შპს „ჯორჯიან ექსპრესი“,რომელიც DHL express- ის ოფიციალური აგენტია , საქართველოში 1995 წლის 26 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. 2006 წლიდან, კომპანიამ ასევე DHL Global Forwarding“-ის ოფიციალური აგენტის სტატუსიც მოიპოვა და საჰაერო გადაზიდვებთან ერთად სახმელეთო და საზღვაო საკონტეინერო კონსოლიდირებულ გადაზიდვებსაც ახორციელებს.

მსოფლიოში DHL განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, დაგეგმილია ავტოპარკის სრული განახლება მთელ მსოფლიოში ისეთი მანქანებით, რომლებიც ბენზინს არ მოიხმარს.

„კომპანია ყოველ წელს სოლიდურ თანხას ხარჯავს გარემოს დასუფთავებისთვის და მუდმივად იღებს მონაწილეობას პროექტ GoGreen-ის ფარგლებში.

მთელ მსოფლიოში DHL -ის 102 000-მა თანამშრომელმა და მათმა პარტნიორებმა 1 000 055 ხე დარგეს , - განაცხადა მარი უზნაძემ.

(R)

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი