სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს

სომხეთის მთავრობამ, პირველი ვიცე-პრემიერის კარენ კარაპეტიანის მეთაურობით რიგგარეშე სხდომა გამართა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადაწყვეტილების გათვალისწინებით კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სარგსიანი აღარ შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს. შესაბამისად, როგორც ამას კანონი მოითხოვს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა დაკავებული თანამდებობა დღეს დატოვა.

„ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას. მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი მაშინ განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა