სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ „NEWS.am“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“.

ამასთან, რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს ქვეყანა არ დაუტოვებია. „ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სისულელეა“, - განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“.

სარგსიანის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიით გავრცელდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს