ნიკოლ ფაშინიანი - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლით შემოიფარგლება, ხვალ კი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ხელისუფლების მშვიდ გადაბარებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„ხვალ, 19:00 საათზე მიტინგი გაიმართება, სადაც მე მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს