ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთს საგარეო კურსის რადიკალური ცვლილება გაუჭირდება

სომხეთს გაუჭირდება საგარეო კურსის რადიკალური ცვლილება, ვინაიდან ყარაბაღის კონფლიქტი და აქედან გამომდინარე გარდაუვალი მოკავშირეობა რუსეთთან საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მანევრის საშუალებას ძალიან ზღუდავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ვაშაკიძის აზრით, სომხეთში განვითარებული მოვლენების შედეგად გარკვეული ცვლილებები საგარეო კურსის მიმართულებით, ალბათ, იქნება, მაგრამ არა რადიკალური.

სომხეთში საპროტესტო ტალღის აგორების ერთ-ერთ მიზეზად ვაშაკიძე ასახელებს იმას, რომ სომხეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით დედაქალაქში გადაღლილია არსებული მმართველი კლანის ძალიან ხანგრძლივი მმართველობით და ცვლილებები სურს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას. ის, რომ მმართველმა გუნდმა შარშან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ვაშაკიძის თქმით, ბევრს არაფერს ნიშნავს.

„პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ხშირად მმართველი ფენები ახერხებენ იმას, რომ საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, პოლიტიკური სპექტრი ლაგდება ისე, რომ მოსახლეობას დიდი არჩევანი არა აქვს და დასუსტებული ოპოზიციის პირობებში მმართველი გუნდი იმარჯვებს. მაგრამ მერე, რაღაც მომენტში ოპოზიციის კონსოლიდაცია ხდება და სიტუაცია იცვლება“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

მისი თქმით, ახლა მთავარია, დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„პარლამენტის შემადგენლობა დღეს ისეთია, რომ სარგსიანის გადადგომის მიუხედავად, მათ სრული საშუალება აქვთ, ისევ არსებული პოლიტიკური მმართველი გუნდიდან აირჩიონ ახალი პრემიერი. ბუნებრივია, ოპოზიცია შეეცდება მოპოვებული უპირატესობა გამოიყენოს, პარლამენტი დაშალოს, ახალი არჩევნები დანიშნოს, რომ ისეთი შემადგენლობა უზრუნველყოს, რომელიც შესაბამისი მთავრობის კომპლექტაციის საშუალებას მისცემს. თუ მათ შეძლეს ამ მუხტის შენარჩუნება, არ არის გამორიცხული, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაანიშნინონ, მაგრამ ეს ძალიან ძნელი იქნება“, - განაცხადა ვაშაკიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილის მატარებელია სომხეთში განვითარებული მოვლენები მთლიანად რეგიონისთვის, ვაშაკიძის თქმით, ეს არის პროგრესისთვის მზაობა.

„პროგრესული ცვლილებები სერიოზულად მომწიფებულია. ჩვენი რეგიონის მოსახლეობას სჭირდება ახალი თანამედროვე პროგრესული განვითარება, რასაც ახალი და პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები სჭირდება“, - დასძინა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო