თსუ-ში წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თამარ პაიჭაძის წიგნის ,,მოდერნიზმი და ქართული ლიტერატურა“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაციას თსუ-ს სტუდენტები, პროფესორები, მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. მონოგრაფიაში ასახულია მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი მონაკვეთი - მოდერნისტული ეტაპი. თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა წიგნს „საჭირო, მნიშვნელოვანი და აქტუალური ნაშრომი უწოდა, რომელშიც კვლევისა და სწავლების ინტეგრირება მოხდა“.

თსუ-ს პროფესორის კახა ლორიას განცხადებით, წიგნი ნამდვილი შენაძენია ქართველი მკითხველისთვის, ლიტერატურათმცოდნეობისთვის, სტუდენტებისთვის.

„მე-20 საუკუნის გარიჟრაჟიდან მოდერნიზმი იქცა ქართული ლიტერატურის ხაზად, რომელმაც განსაზღვრა ქართული ლიტერატურული პროცესები. ნაშრომი მოდერნიზმის კომპლექსური შესწავლის წარმატებული შედეგია,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა კახა ლორიამ.

ნაშრომზე ავტორმა თამარ პაიჭაძემაც ისაუბრა.

„ამ წიგნის სახით წარმოვადგინე მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურის ისტორიისთვის. მეოცე საუკუნემ ისე ჩაიარა, რომ არაფერი დაუწერიათ იმ მიმდინარეობაზე, ვინც ხერხემალში გამართა მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურა,“- განაცხადა ნასრომის ავტორმა თამარ პაიჭაძემ.

ნაშრომის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: სტუდენტები, ლიტერატურის მკვლევრები და ზოგადად, მეოცე საუკუნის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებული პირები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე