გიორგი მარგველაშვილი - იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა ასუსტებს არა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, არამედ - ქვეყანას

გასაოცარი იყო, როცა 2015 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დისკუსიები გამოვაცხადე, “ქართულმა ოცნებამ“ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

ამ კონტექსტში პრეზიდეტმა მისი სხვა ინიციატივებიც გაიხსენა, რასაც მარგველაშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა იგნონირებით უპასუხა.

“ჩემთვის გასაოცარი იყო, როცა 2015 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დისკუსიები გამოვაცხადე, მოვიდა ყველა პარტია და ინტერესჯგუფი, ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ“ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია. არასწორია იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რაც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც განსხვავებული პოზიცია არ უნდა იყოს. გაგახსენებთ სულ ახლახანს დაყენებულ რამდენიმე ინიციატივას - ეს არის შეერთებულ შტატებთან საგანგებო წარმომადგენლის ინიციატივა, ეს არის საქართველო თავდაცვის მხარდაჭერის აქტის ინიცირება, რომელიც ჩემი მხრიდან მოდიოდა. ეს ის საკითხებია, სადაც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში, საკუთარი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ინიციატივებისათვის ზურგის შექცევა და იგნორირება?! იგნორირებისა და ინსტიტუტების შესუსტების პოლიტიკა ასუსტებს არა კონკრეტულ პოლიტიკოსებს, არამედ ასუსტებს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა