გიორგი აბაშიშვილი - ეს იყო პრეზიდენტის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართვა, ვინაიდან ის შეეხებოდა არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წლის შეჯამებას

ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურად განსხვავებული საპარლამენტო მიმართვა, ვინაიდან ის შეეხებოდა არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წლის შეჯამებას - პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შეჯამებას, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„ბუნებრივია, პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ ეკონომიკური მიმართულების ნაწილში, მაგრამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც არის სახეზე, მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებზე, დღესაც ძალიან მაღალია საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობა. სამწუხაროდ ის მიზანი, რომ ეკონომიკა ისე გაჯანსაღებულიყო, რომ თითოეულ მოქალაქეს საკუთარ თავზე ეგრძნო, ეს ვერ იქნა მიღწეული”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ასევე სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემაში.

“ერთი მხრივ, როცა საუბარი იყო, რომ წინა ხელისუფლება ძალადობდა და ნამდვილად ძალადობდა, შემდგომ, ეს ხელისუფლება ახერხებს და ამ მოძალადე სისტემის მსახურებს ხელისუფლებაში ინარჩუნებს, მიუხედავად პრეზიდენტის ინიციატივისა.

ერთი მხრივ, ხელისუფლება საუბრობს, რომ დეოკუპაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, როცა პრეზიდენტი აცხადებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიალოგის პოლიტიკას, არის სრული იგნორი „ქართული ოცნების“ მხრიდან”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის მიმართულებით გადადმულია ნაბიჯები უკან.

“ფაქტია, რომ არის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ფაქტია, რომ ხდება მიზანმიმართული პოლიტიზირება სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტების და აქ ამ ტირბუნიდან არაერთხელ მოუწოდა პრეზიდენტმა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისკენ - ეს იქნება სასამართლო, ეროვნული ბანკი თუ სხვა. როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება არ არის მზად რეალური ცვლილებებისთვის დემოკრატიის მიმართულებით, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა როცა აღნიშნა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ ცვლილება საარჩევნო სისტემის. თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა დემოკრატია და არაფრის ეშინია, მაშინ საჭიროა დაუყოვნებლივ იქნეს შეცვლილი საარჩევნო სისტემა”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში დღეს წლიური ანგარიშით წარსდგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა