ვარკეთილში გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძისა და შპს "ეკოსერვის ჯგუფის" ერთობლივი ინიციატივით, ვარკეთილი 3-ის, მე-3ა მ/რ-ში, 343-ე კორპუსის მიმდებარედ გამწვანების აქცია "გაამწვანე ვარკეთილი" გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე კიპარისისა და ფიჭვის ნერგები დაირგო.

მათივე ცნობით, გამწვანების აქციაში, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რევაზ სოხაძესთან ერთად, მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა და შპს "ეკოსერვის ჯგუფის" მოადგილემ ვახტანგ ტალახაძემ მიიღო.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, სეზონური გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ვარკეთილში ხე-მცენარეების დარგვა მომავალშიც გაგრძელდება.

“დღეს ვარკეთილი 3-ში გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფიჭვისა და კიპარისის ნერგები დაირგო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების აქციაში აქტიური მონაწილეობა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაიმართება, რათა ჩვენს ქალაქს რაც შეიძლება მეტი გამწვანებული ადგილი და სარეკრეაციო ზონა ჰქონდეს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა